“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრაზე განიხილება მოთხოვნები, რომლებიც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ფასილიტატორ ელჩებს წარუდგინეს.
“ჩვენთვის აუცილებელია, რომ ოპოზიციური ერთობა იყოს ძალიან მტკიცე. პოზიციების გაცვლა – გამოცვლას რაც შეეხება, ჩვენ აქამდეც მუდმივი კოორდინაცია გვქონდა სხვა პარტიებთან. განსაკუთრებული საკითხების განხილვა დღეს არ იგეგმება” – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ.
წყარო: itv.ge