ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, მოქალაქეები ძველ ცხოვრებას აღარ უნდა დაუბრუნდნენ.
„ჩვენ აღარ უნდა დავუბრუნდეთ: წარმოებისა და მოხმარების ექსპლუატაციურ მოდელს; უგულვებელყოფას იმ პლანეტის, სადაც ვცხოვრობთ; პანიკისა და უგულებელყოფის ციკლს; ურთიერთგამყოფ პოლიტიკას, რამაც გააღვივა ეს პანდემია”, – აცხადებს ჯანმოს დირექტორი.