ვისოცკის გარდაცვალებისას, მხოლოდ წერეთელმა თქვა უარი თავის 5 000 მანეთზე- საქართველოში ეს წარმოუდგენელი არისო

ზურაბ წერეთელი
ვლადიმერ ვისოცკის გარდაცვალების შემდეგ დარჩა მეგობრების ვალი დაახლოებით 38 ათასი მანეთი.

 

1982 წლის კურსით ეს ძალიან დიდი თანხა იყო. ვისოცკის ეს ვალი ემართა მეგობრებთან. ერთმა მეგობარმა, არტურ მაკაროვმა იკისრა ვალების გასტუმრების ორგანიზება.

მან გაჰყიდა ვისოცკის კუთვნილი ორი ავტომანქანა და აღებული თანხა მევალეებს ჩამოურიგა.

უარი არავის უთქვამს, ერთმა მათგანმა კი თავისი მეგობარიც მიიყვანა, ვალოდიამ ამას 700 მანეთი გამოართვაო. ყველამ აიღო ფული.

მხოლოდ ზურაბ წერეთელმა თქვა უარი თავის 5 000 მანეთზე. საქართველოში ეს წარმოუდგენელი არისო. გარდაცვლილი მეგობრის ოჯახში იქით მიაქვთ დასახმარებლად ფული, არ ართმევენო. დაე, შვილებს დარჩეთო.

ალექსი ლომიძე