ინდოეთში დაუდგენელ დაავადებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი ჰოსპიტალიზებულია

ინდოეთში დაუდგენელ დაავადებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 300-ზე მეტი კი ჰოსპიტალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა „ჰინდუ“  ავრცელებს.

 

დაავადება

გაზეთი წერს, რომ ქალაქ ელურუს რაიონში ინფიცირებულთა რიცხვი შაბათს, შუაღამისას 55 იყო, კვირას დილით 170, საღამოსთვის 270-მდე გაიზარდა, შუაღამისას კი 315-მდე. პაციენტებს აღენიშნებოდათ თავბრუსხვევა, თავის ტკივილი და ეპილეფსიის მსგავსი სიმპტომები.

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კვლევა თითოეულ ოჯახში მიმდინარეობს და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. გავრცელებული ცნობით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელია და 170-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.