ეს გახლავთ ჩვენი კრიტიკისა და პოლიტიკური აზროვნების დონე, მერე კი, გვიკვირს, რატომ გვინიშნავს მთავრობას ხან აშშ-ის ელჩი, ხან რუსეთის პრეზიდენტი…

ვლადიმერ ულიანოვ-ლენინის მიმართ ქართველ “პატრიოტებსა” და “გენიოსებს” განაჩენი დიდი ხანია გამოტანილი აქვთ.

 

ანუ ლენინი, თურმე, გახლდათ არა გამორჩეული რევოლუციონერი და პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც რუსეთის იმპერია ამოატრიალა და კაპიტალისტური წყობა შეაზანზარა, არამედ ნაბუშარი, მამათმავალი სიყმაწვილის დროიდან, სიფილიტიკი, იმპოტენტი, სადისტი, ჯაშუში, ჯალათი და მანიაკი.

ათაშანგი კი მას გადასდო მისმა “ცოლმა” ნადეჟდა კრუპსკაიამ, რომელიც, რაღა თქმა უნდა, პირწავარდნილი ბოზი იყო და რომელსაც მთელმა ბოლშევისტურმა ცეკამ გადაუარა. ცხადია, არც მენშევიკებზე ამბობდა უარს.

აი, ეს გახლავთ ჩვენი კრიტიკისა და პოლიტიკური აზროვნების დონე. მერე კი ვიღაცას გაუკვირდება, თუ რატომ დავკარგეთ მიწები, რატომ გვყავს ამდენი ღია თუ ფარული “ნაცი” და რატომ გვინიშნავს მთავრობას ხან ამერიკის ელჩი და ხან რუსეთის პრეზიდენტი.

P.S. ლენინს ჩემი დაცვა არ სჭირდება, მით უმეტეს, რომ თვით რუსეთშიც დღეს იმდენი ნაძირალა და იდიოტი ბოგინობს, რომ უარეს სისულელეებსაც წერენ კვარცხლბეკიდან ჩამოგდებულ ბელადზე.

მაგრამ ქართველის სიტყვას, მოგეხსენებათ, სხვა ძალა და მადლი აქვს. პირადად მე ეს ყველაფერი ოდესღაც, ჯერ კიდევ “გარდაქმნის” შფოთიან წლებში, თამაზ წივწივაძის რომელიღაც ოპუსში წავიკითხე, მაგრამ ერთი თამაზი რას იზამდა…

ეს ხომ გაბატონებული აზრია და უმანკო ბავშვებს დღესაც სჯერათ მისი ისე, როგორც ჭეშმარიტებისა.
გ.ლ.

გოგი ლორთქიფანიძე