ნორმანდიის ოთხეულის (გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი, უკრაინა) ლიდერების შეხვედრის წინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის.
კრემლის სასახლიდან გავრცელებული წერილობითი განცხადების თანახმად, ლიდერებმა ძირითადად რუსეთის მიერ ქერჩის სრუტის მახლობლად ჩამორთმეული უკრაინული სამხედრო კრეისერების კიევისათვის გადაცემის დეტალები განიხილეს, ხოლო ამის პარალელურად რუსეთის მიერ უკრაინისათვის ბუნებრივი აირის მიწოდებისა და უკრაინის გავლით ევროპაში რუსული გაზის მიწოდების საკითხებზეც გაამახვილეს ყურადღება.
აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის განხილვის მიზნით, ნორმანდიის კვარტეტის ლიდერების სამიტი 9 დეკემბერს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართება.