ქართულ საზოგადოებას პრინციპში არ უნდა უკვირდეს, რატომ არის ქვეყანა ასეთ დღეში – ცხვრის ქურქში გახვეული მოძალადე ოპოზიცია (გუშინდელი ხელისუფლება) და დღევანდელი ხელისუფლება – აფერისტების კრებული.
ამის კიდევ ერთი ნათელი დასტურია დეპუტატ ირაკლი სესიაშვილის “მონაპოვარი”:
„პენტაგონში, ხელი მოეწერა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელიც მომავალი სამი წლის განმავლობაში თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის დონესა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. აღნიშნული ხელშეკრულება ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოხატულ ურყევ ნდობას, საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული განვითარების კურსის მიმართ და თავდაცვის ეფექტური რეფორმირების მხარდაჭერას. ხელშეკრულება ემსახურება თავდაცვის ძალებში ნატოს სტანდარტების დამკვიდრებას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისთვის მზადყოფნის ხარისხის ამაღლებას“ – აბრახუნებს სესიაშვილი და აგრძელებს: “ჩვენი ქვეყანა მყარად დგას ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი ქვეყნის, განსაკუთრებით თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში განხორციელებული რეფორმები აღიარებულია და მხარდაჭერილია ჩვენი ნატოელი პარტნიორების მხრიდან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობა და უსაფრთხოება – ეს არის სტრატეგიული გზა ქვეყნის მომავლისა და განვითარებისთვის“
სესიაშვილი ასევე ამბობს, რომ აღნიშნული მორიგი სატყუარა, მორიგი “ჩარჩო-ხელშეკრულება” არის “დიდი მონაპოვარი”. სინამდვილეში კი სესიაშვილი შეშინებულია და ცდილობს, თავისი სულით მონათესავე “ნაციონალები” და სხვა ჯურის ლიბერასტები ნატოში ინტეგრაციის ლოზუნგით “მოალბოს”. აი რა მოწოდებას ავრცელებს თელავის “რჩეული” დეპუტატი:
“მე ამ რთულ პოლიტიკურ მოცემულობაში, ყველას მოვუწოდებ, რომ კიდევ ერთხელ გავერთიანდეთ იმ მნიშვნელოვანი საკითხების ირგვლივ, რაც ჩვენი ქვეყნის საერთო ინტერესებს ემსახურება!“