არსებული ზომები საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ ზამთარი გადავლახოთ

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის გამო ქვეყანაში მოქმედი შეზღუდვები ვირუსის გავრცელების გასაკონტროლებლად საკმარისი არ არის და ზამთრის გადასალახად უფრო მკაცრი ზომების დაწესებაა საჭირო.

“სიტუაცია ძალიან სერიოზული ხდება. არსებული ზომები საკმარისი არ იქნება იმისთვის, რომ ზამთარი გადავლახოთ“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა თანაპარტიელებთან შეხვედრის დროს.

გერმანიაში 2 ნოემბრიდან ე.წ. „მსუბუქი ლოქდაუნის“ რეჟიმი მოქმედებს. დაუხურულია რესტორნები, ბარები, თეატრები, ფიტნეს-კლუბები, საცურაო აუზები, კინოთეატრები და საკონცერტო დარბაზები, თუმცა სკოლები და მაღაზიები მუშაობას განაგრძობენ. რამდენიმე დღის წინ ქვეყნის მთავრობამ შეზღუდვები 10 იანვრამდე გაახანგრძლივა. გერმანიაში, პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 1 183 655 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან დაღუპულია 18 900-ზე მეტი პაციენტი.

 

“ინტერპრესნიუსი”