ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინას საჯაროდ გაიკეთებს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის საჯაროდ გაკეთებას აპირებს.

 

„ბედნიერი ვიქნები, ეს საჯაროდ გავაკეთო. მას შემდეგ, რას აშშ-ს წამლისა და სურსათის ადმინისტრაცია მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას დაადასტურებს. ყველას ვურჩევ, მათ შორის ჩემს მეგობრებს, პრეზიდენტ კლინტონს, ობამას, ბუშსა და სხვებს, ვაქცინა გაიკეთონ“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.