ბუბა კიკაბიძე თუ ლადო კახაძე – ვინ წაიყვანს პირველ სხდომას?

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის.

 


შემდეგ კი, საქართველოს პრეზიდენტი სიტყვას აძლევს პარლამენტის უხუცეს წევრს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის არჩევამდე უძღვება ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას.

პარლამენტის უხუცესი წევრი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ბუბა კიკაბიძეა. თუმცა, ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების შედეგებს არ ცნობს, შესაბამისად, არც პარლამენტში შესვლას გეგმავს. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის გადაწყვეტილება საბოლოო იქნება და პირველ სხდომაზე არ მივა, სხდომას „ქართული ოცნების“ უხუცესი წევრი ლადო კახაძე წაიყვანს.