თურქეთის იზმირის პროვინციის პროკურატურამ აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 304 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა, მათ შორის 295 მოქმედი სამხედროა. შესაბამის ინფორმაციას თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
„ფეტოსთან“ კავშირის ბრალდებით თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის 50 პროვინციაში ჩაარებული ოპერაციის ფარგლებში უკვე დააკავეს 198 ეჭვმიტანილი.
ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციას ტერორისტულად მიიჩნევს და მას 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს.