ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოსა და მის შვილს ოლიმპიურ თამაშებზე დასწრება აეკრძალათ. აღნიშნულის შესახებ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ქრისტიან კლაუმ განაცხადა.
გარდა ამისა, ბელარუსის პრეზიდენტის შვილს ვიქტორ ლუკაშენკოს ოლიმპიურმა კომიტეტმა სანქციები დაუწესა.
აღსანიშნავია, რომ ვიქტორ ლუკაშენკო ბელარუსის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსში სპორტსმენების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა დაიწყო.