“ლელოს” ოფისში მიმდინარე ოპოზიციური პარტიების შეხვედრას ალეკო ელისაშვილი არ ესწრება.
ცნობილია, რომ ამის მიზეზი “რესპუბლიკელების” ერთ-ერთ ლიდერთან, დავით ბერძენიშვილთან ინდივიდუალური შეხვედრაა.
“მოქალაქეების” ოფისში მისული დავით ბერძენიშვილი აცხადებს, რომ ელისაშვილთან საქმიანი შეხვედრა ჰქონდა და არ იცის ვინ შევა პარლამენტში.
“არ ვიცი შეიძშლება 20 შევიდეს, შეიძლება 60, შეიძლბა არც ერთი არ შევიდეს, სამუშაო ნორმალური შეხვედრა იყო, ყოველთვის გვაქვს ურთიერთობა პარტიებს ერთმანეთთან”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა “ტვ პირველთან”.
წყარო: ptn.ge