ცაგერში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლულია ორი პოლიციელი

ცაგერის რაიონში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, მოკლულია ორი პოლიციელი. ასევე, დაჭრილია ერთი პირი. მომხდართან დაკავშირებით სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პროკურატურაში განუცხადეს, საქმეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი იძიებს. მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას ითვალისწინებს.