მასტერ-კლასი ქართველ “პოლიტიკოსებს” და არა მხოლოდ მათ – “სოციალიზმი უნდა დავნერგოთ!”

სოციალურ ქსელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და აზიარებენ რიგითი ტაქსის მძღოლის საუბრის ჩანაწერს, რომელიც ყოფითი ფაქტის აღწერით იწყებს – 17 წლის მოზარდს როგორ სთხოვდნენ 8-12 ლარს სხვა ტაქსის მძღოლები, სულ სამიოდე კილომეტრის გავლაში.

ამ ფაქტიდან გამომდინარე, როდესაც ადამიანები არ იჩენენ ერთმანეთისადმი სოლიდარობას, ურთიერთდახმარების ნაცვლად კი ერთმანეთს ბოლომდე ართმევენ უკანასკნელ გროშებს, ქვეყანა ვერ განვითარდება – ასკვნის სამი შვილის მამა, რომლის შემოსავალი ახლა “ტაქსაობაა”. განსხვავებით ქართველი ე. წ. პოლიტიკოსებისაგან, იგი პოლიტიკურად და პატრიოტულად აზროვნებს, გამოსავალს სოციალიზმის დაბრუნებაში ხედავს, რომელსაც თან უნდა ახლდეს რწმენა და სამშობლოს უანგარო სიყვარული.

თუმცა, საბედნიეროდ, სოლიდარობის მაგალითი ის 17 წლის მოზარდი აღმოჩნდა, რომელსაც ფეხს “ცუდი ტაქსისტები” აჭერდნენ… ყველაფერს თავად მძღოლი ამბობს:

https://www.facebook.com/100006959382574/videos/2705700076338612/