ვარდების რევოლუციამ რაც კარგი მოგვიტანა ის უნდა გავაგრძელოთ და არავის წავართმევინოთ- ნინო ბურჯანაძე

ეს განცხადება „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ „მთავარი არხის” ეთერში გააკეთა.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ოპოზიციის ერთობა, იმედი მაქვს ეს ბოლომდე შენარჩუნდება. ერთობა არის ყველაზე მთავარი, რითიც ჩვენ შეგვიძლია მშვიდობიანად, აჯანყების გარეში, რისი უფლებაც ჩვენ გვაქვს, გავისტუმროთ ბიძინა ივანიშვილი. არ გვჭირდება რევოლიცია რადგან ადამიანები უკიდურესად დაიღალნენ.
ვინც როგორ არ უნდა შეხედოს ვარდების რევოლუციამ ამ ქვეყანას ძალიან ბევრი რამ მოუტანა. პრობლემები, შეცდომები და დანაშაულები იყო, ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ ის რაც კარგი მოუტანა ამის წართმევის უფლება არავის არ აქვს. რაც ცუდი იყო არც იმის გაღრმავების და გაგრძელების უფლება არ აქვს არავის. ვარდების რევოლუციამ რაც კარგი მოგვიტანა ის უნდა გავაგრძელოთ და არავის წავართმევინოთ”, – განაცხადა ბურჯანაძემ.