“ელისაშვილი ეძებს საბაბს, ოღონდ ძალიან სამარცხვინო ფორმით” – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ, “მოქალაქეების” ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
“სრულად ვიზიარებ სერგი კაპანაძის პოზიციას. ჩვენ მისთვის არაფერი არ დაგვიბრალებია. ეს სიცრუეა მრავალ სიცრუეთა შორის, რაც მან ადრეც იკადრა და ახლაც. არაფერი არ დაგვიბრალებია.
ჩვენთვის, ამ ვითარებაში, მიზანი ის კი არ იყო, რომ ვინმე სამარხვინოდ მოქცეულიყო და მერე ტალახი გვესროლა, არამედ ელისაშვილიც კი, რადგანაც ფორმალურად ჯერ მაინც ოპოზიციაშია, არ დაერღვია ერთიანობა.
ამიტომ, ელისაშვილი ეძებს საბაბს, ოღონდ ძალიან სამარცხვინო ფორმით” – განაცხადა ბოკერიამ.
წყარო: ptn.ge