ბილ გეიტსი ასახელებს ვაქცინებს, რომლებიც გაზაფხულისთვის ხელმისაწვდომი იქნება!

Microsoft-ის დამფუძნებელი, ბილ გეიტსი აცხადებს, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში კორონავირუსის საწინააღმდეგო 6 კომპანიის ვაქცინა იქნება მზად. ამის შესახებ მან ონლაინ კონფერენციაზე განაცხადა.

ბილ გეიტსი იმ პრეპარატებს ასახელებს, რომლებიც ვაქცინისთვის მომავალში ნებართვას მიიღებენ, ესენია: AstraZeneca-ს, Johnson & Johnson-ის, Novavax-ის, Pfizer/BioNTech-ის და Moderna-ს პრეპარატები. ბილ გეიტს მეექვსე კომპანია არ დაუსახელებია.

ამასთან, ბილ გეიტსი იმედს გამოთქვამს, რომ 2021 წელს ვაქცინის გამოჩენა ხელს შეუწყობს 2022 წლისთვის პანდემიის დამარცხებას.

“ველოდები, რომ პირველი კვარტლისთვის ექვსამდე ვაქცინა გვექნება დამტკიცებული. ამის მიზანია 2021 წელს რაც შეიძლება მეტი სარგებლის მიღება ისე, რომ 2022 წელს განვითარებად ქვეყნებშიც კი პანდემია დასრულებული იყოს” – აღიშნა ბილ გეიტსმა.

წყარო: itv.ge