თქვენი სიჯიუტე, ქალბატონო ოცნება, ღუპავს ქვეყანას; თქვენი ქმედებისგან რა მოცემულობაა?

ვეცდები,რომ ძალიან კორექტული ვიყო! ქალბატონო (ბატონო ნაკლებად) ოცნება! თქვენ ადგილზე მაისში ჩავატარებდი არჩევნებს!

 


ზღვარს ავწევდი 7%-მდე (ნებისმიერ ღირსეულს თუ არაღირსეულს პარლამენტში უნდა ჯდომა) მაჯორიტარობას საერთოდ გავაუქმებდი, გავაკეთებდი მაგარი ქართველებისგან სიას(მაგარში ნაგულისხმებია თავისი საქმის პროფესიონალი, სპეტაკი, პატრიოტი საზოგადოება, რომელიც ქვეყნის გაჭირვებას გულთან უფრო ახლოს მიიტანს ვიდრე საკუთარი სტომაქის კომფორტს, გვყავს საბედნიეროდ ესეთი ხალხი და ბიძომ კი არ უნდა ჩამოწეროს ან ოცნების ლიდერებმა მომავალი პარლამენტის სია ისინი უნდა იყვნენ იმ ხალხის რჩეულები ვინც ენდობიან მათ და ხმას მისცემენ).
დავაგდებდი ნებისმიერ პარტია თუ ფსევდო ოპოზიციურ გაერთიანებას!
თქვენი სიჯიუტე ქალბატონო ოცნება ღუპავს ქვეყანას ნახეეეთ? თქვენი ქმედებისგან რა მოცემულობააა?
ეხვეწებით იაგოს ,ელისაშვილს და სხვებს რომ ეგება პარლამენტში შემოვიდნენ დიახ ეხვეწებით რომ კომუნისტების დროინდელი ერტპარტიულ პარლამენტში არ მოგიწიოთ სახლობანას თამაში მაგ სახლობანას თამაშში კარგად დაიმახსოვრეთ მამა სულ ბიძინა იქნება!
თქვენ გამოჩეკეთ ეს მოცემულობა და ეს სასაცილო პოლიტიკოსები დიახ თქვენ!
თქვენმა სიჯიუტემ და ხეპრეობამ დღევანდელ ყოფამდე მიიყვანა ქვეყანა,გინდათ რომ არ შეიმჩნიოთ,მაგრამ სამწუხაროდ ფაქტი სახეზეა მთელი მსოფლიოსათვის!
მაგ სიჯიუტით დაღუპავთ ქვეყანას!

გია კორკოტაშვილი