აუცილებელი არ არის, შარვალი ჩაიხადო, რომ “გირჩელი” იყო!

საქართველო არის დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა, რომელიც რუსეთის იმპერიაში შესვლამ გადაარჩინა ფიზიკურად – გადარჩა ქართველი ხალხი, გამრავლდა ერი და გაერთიანდა ქვეყანა. თითქმის 190 წლის მანძილზე რუსეთის და სსრკ-ის შემადგენლობაში ვიყავით. არაფერი გვაკლდა, გვაკლდა ერთი რამ – სუვერენიტეტი.

ფორმალურად, სუვერენიტეტი ანუ (და) დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ 1991 წელს, როდესაც ჯერ გამოვაცხადეთ ეს დამოუკიდებლობა და მალევე, საბჭოთა კავშირის თვითლიკვიდაციის შემდეგ, ეს დამოუკიდებლობა აღიარა მსოფლიოს უდიდესმა ნაწილმა. გავწევრიანდით გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. ავირჩიეთ ახალი სახელმწიფო დროშა, ღერბი, ჩავატარეთ მრავალპარტიული არჩევნები.

დღესდღეობით საქართველო საერთაშორისო სამართლის სუბიექტია და ფორმალური სუვერენიტეტი აქვს. თუმცა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ფორმალობა რეალობას არ ასახავს – საქართველო სინამდვილეში ძალზე შორს არის სუვერენულობისგან, დამოუკიდებლობისგან. ქვეყანას, მის პოლიტიკურ სპექტრს, არ აქვს ელემენტარული დისკომფორტი იმის გამო, რომ არჩევნების შედეგებს ურჩევენ და უწყვეტენ დასავლეთის ანუ უცხო ქვეყნების ელჩები. ადრე ამერიკა აგზავნიდა თავისი საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს, სპეციალურ წარმომადგენელს, წინასწარ ვითარების შემზადებისთვის, ახლა კი, ეს გზა ისეა უკვე გათელილი, რომ ყველაფერი ამ ქვეყნის ელჩის დონეზე წყდება.

დასავლეთის მონა და ქართველი ხალხის მტერი მასმედია ამ მოვლენას ისე აშუქებს, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება – არ ილახება ქართველების იმიჯი, ავტორიტეტი, თავმოყვარეობა… თითქოს საქართველოს სუვერენიტეტი არ ითელება ფეხქვეშ. თუმცა რას მოედავები, როდესაც პოლიტიკურმა კახპებმა გააუპატიურეს ქვეყნის კონსტიტუცია და ნატო-ევროკავშირში ინტეგრაცია კონსტიტუციურ ნორმად აქციეს – ასეთი რამ არც ერთ აფრიკულ ექს-კოლონიაში არ ხდება, მაგრამ ხდება თავმომწონე საქართველოში.

ახლა უკვე ესეც არაფერი. “ფასილიტატორი” ელჩები სანატრებელი გახდებიან მალე, საქმე ისე მიდის – ბოლოს უკვე ამერიკის ელჩის ერთ-ერთი თანაშემწე გამოჩნდა “ლგბტ”-დროშის ფერიან პირბადეში. ეს ამბავი აქა-იქ ვრცელდება სოციალურ ქსელში, ირონიული კომენტარებით, მაგრამ რა დროს ირონიაა, როდესაც ქვეყანა გააუპატიურეს და საბოლოოდ დაამხეს თავზე ყველაფერი?!

ის პარტიები, რომლებიც იმას კადრულობენ, რომ არჩევნების შედეგები აშშ-ის საელჩოს შენობაში გაარჩიონ, იქ იარონ კონსულტაციებზე, რა თქმა უნდა, ამ “ლგბტ” ფაქტსაც ჩაყლაპავენ და უფრო მოხერხებულად “გადაიკუზებიან”, ვიდრე ამას აქამდე სჩადიოდნენ. პრობლემა მარტო “გირჩელების” მოშიშვლებული უკანალები არ არის ე. წ. საოკუპაციო ხაზთან; უბედურება ისაა, რომ ყველა პარტია, რომელიც დღეს ხალხის ხმებს იყოფს და ხელახლა აყალბებს არჩევნებს, აბსოლუტურად ყველა, არის ასეთი “გირჩელი”. აუცილებელი არ არის, შარვალი ჩაიხადო, რომ “გირჩელი” იყო!