შემაშფოთებელი მონაცემი – რა გრაფიკს აქვეყნებს ბიძინა კულუმბეგოვი

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში აქვეყნებს გრაფიკს, სადაც ჩანს, რომ საქართველო პირველ ადგილზეა 100 ათას მოსახლეზე, კორონავირუსის გავრცელების მხრივ და წერს:

 

“ტოპ 6 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი კოვიდის შემთხვევაა 100 ათას მოსახლეზე”

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ წესით, ასეთ მონაცემს დაავადებათა კონტროლის ცენტრი უნდა ავრცელებდეს და ისინი პირველ რიგში სწორედ მოსახლეობის ინფორმირებისთვის უნდა ზრუნავდნენ – უნდა ზრუნავდნენ ცივილური მეთოდებით და არა – კუბოებზე საუბრით!!!

სურათი შეიძლება შეიცავდეს: ტექსტი, რომელიც შეიცავს 'New confirmed cases of Covid-19 in United States, Serbia, Georgia, Lithuania, Luxembourg and Slovenia Seven-day rolling average of new cases per 100k) 110 100 90 80 Georgia 70 60 Serbia 50 40 Luxembourg Lithuania 30 30 Slovenia 20 United States 10 Mar Apr May Source: Financial Jun Data analysis.of Jul December European 2020 .51pmg Aug Sep Disease Prevention dCotrol the Healthandt Swedish Interactive version t.com/covid19 Oct Nov Tracking Project, Dec FINANCIAL TIMES'

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 169,649 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 141,392 პაციენტი. 1,576 მოქალაქე კი, გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.