კორონავირუსით დაინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობას ხელოვნურად ზრდიან; აგიხსნით რატომაც – რამაზ გაგნიძე

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მისიის“ ერთ–ერთი ლიდერი, რამაზ გაგნიძე.

 

– კორონა პანდემიის შემთხვევების, მისით გამოწვეული სიკვდილის მიზეზების შესახებ მინდა გკითხო. ხელისუფლება კორინავირუსის გავრცელებას ოპოზიციას აბრალებს, საპროტესტო აქციებს  რომ მართავდნენ, მაშინ დაიწყო მატებაო. ამ დროს, მთელი წინასაარჩევნო პროცესი, არჩევნების ორივე ტურის დღე, ვირუსის გავრცელების ნოყიერი ნიადაგი არ იყო? ოპოზიციური პარტიების კოორდინატორები დადიოდნენ კარდაკარ და „ქართული ოცნების“ მომხრეები არა? სხვა პარტიების ოფისებში, ყოველდღიურად იმართებოდა ხალხმრავალი შეხვედრები და „ქართული ოცნების“ ოფისები ამ დროს დაკეტილი იყო? კი, იცი, არ მეხატება გულზე „ნაცმოძრაობა“, სხვა ლიბერალური პარტიები, მაგრამ დიდი უზნეობაა, მათ დააბრალო ვირუსის გავრცელება თუ გააქტიურება, როდესაც ამაში ნაკლები დანაშული არც შენ მიგიძღვის. ამ ხელისუფლების უზნეობას, საერთოდ, აქვს ზღვარი?

– არა, ამათ უზნეობა უსაზღვროა და კიდევ ბევრ უზნეობას იკადრებენ. ისეთს, სახტად რომ დარჩები, ეს როგორ მოიფიქრეს, ეს როგორ იკადრეს, ამაზე როგორ წავიდნენო. მთლიანად პოლიტიკურმა პროცესმა, არჩევნებმა დიდი წვლილი შეიტანა ვირუსის გავრცელებაში და  ამაში ორივე მხარეა დამნაშავე, ოპოზიციაც და „ქართული ოცნებაც“. კორონა ვირუსის პირველი ტალღა მაისში დასრულდა. მოდით, მივყვეთ ფრაგმენტულად. ივნისში, ივლისსა და აგვისტოში, ათასობით ადამიანი შეესია დენდროლოგიურ პარკს, არც დისტანციას იცავდნენ, ჯგუფურად დადიოდნენ ივანიშვილის გაკეთებულ ამ პარკში და ამის დამადასტურებელი უამრავი ფოტო  და ვიდეო დაიდო  სოციალურ ქსელებში. მაინტერესებს, ამ ათასობით ადამიანიდან არც ერთს არ ჰქონდა ვირუსი და სხვებს არ გადასდო? კარგი, პირველ–მეორე დღეს რომ რიგები იყო ამ პარკში, ვირუსის გავრცელების საფრთხე დაინახეს, რატომ არ დაარეგულირეს ეს რიგები? „ფეისბუკში“ დიდი ყიჟინა დასცეს „ბიძინამადიდებლებს“, ეს რა მაგარი პარკი გააკეთა ჩვენმა მამა–მარჩენალმაო. არ იყო მაშინ კორონა გადამდები? ეს პირველი ეტაპი იყო. მეორე ეტაპზე, უკვე სექტემბრიდან დაიწყეს წინასაარჩევნო შეკრებები, თბილისსა და რეგიონებში მართავდნენ ხალხმრავალ შეკრებებს და ეს არ იყო რისკი? ამ ხალხში არ იყვნენ ვირუსის მატარებლები? ცხადია, იყვნენ, მაგრამ დაიკიდეს ფეხებზე. თუ ერთ მხარეს ადანაშაულებ, რომ ოპოზიცია იკრიბებოდა, აქციებს მართავდა და ვირუსის გავრცელების რისკს ზრდიდა და  ამაში ვეთანხმები ხელისუფლებას, მაშინ მიდი, რა, ისიც თქვი, რომ შენ უარესს აკეთებდი. ბოლოს და ბოლოს, არჩევნების ორივე ტური შენ ჩაატარე, შენ მიიღე ეს გადაწვეტილება.

ახლა ვირუსის შემთხვევების მატებაზეც ვიტყვი. კი, გავრცელდა და არ არის სანუგეშო მდგომარეობა, ფაქტია, ხალხიც იხოცება და ამას ვხედავ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ხელოვნურად არის გაზრდილი ვირუსის შემთხვევების რიცხვიც და კორონათი დაღუპულთა რაოდენობაც. ხელისუფლება 3 მილიარდ დოლარს ელოდება დახმარების სახით მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციისგან, ვითომ პანდემიასთან საბრძოლველად და ფული რომ მიიღონ, ჯანმო–ს ბრძანებებს ასრულებდნენ. რა, არ არის საამისოდ საკმარისი საფუძველი, ეს რომ ვთქვათ? ხალხს იმის ნებას არ რთავენ, რომ საკუთარი მიცვალებული დაასაფლავონ, რომელიც კორონათი კია დაღუპული, მაგრამ რამდენიმე თანმდევი დაავადება ჰქონდა. ზოგიერთი ისეთი დაიღუპა, ნებისმიერი ვირუსი და გრიპი მოკლავდა იმ ხალხს, რადგან იმუნიტეტი განულებული ჰქონდათ. არც  დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების უფლებას აძლევენ, რომ დარწმუნდნენ ოჯახის წევრები, კორონამ მოკლა თუ არა კონკრეტული ადამიანები თუ სხვა სახის ვირუსი ან ენტეროვირუსის გამო დაიხოცნენ. არ ვამბობ, რომ კორონა არ არსებობს, არ ვამბობ, რომ კორონათი ხალხი არ იხოცება, მაგრამ არ მჯერა ამათი სტატისტიკისა. თან ამ კორონას აჰკიდეს ყველაფერი და აკრძალეს უამრავი ტრადიციული რიტუალი – გასვენებები, ქელეხები, ქორწილები… ხალხი დააშორეს ერთმანეთს. მშობლები შვილებს ვერ ნახულობენ, დები და ძმები ერთმანეთს, მეგობრები, ახლო ნათესავები და მეზობლებზე აღარაფერს ვამბობ, ყველა ერიდება ერთმანეთთან სტუმრობას, მონახულებას. ესეც ტრადიციების მოშალაა, მეტი არაფერი და ეს არის ზუსტად მასონების, გლობალისტების გეგმის ნაწილი. საუბედუროდ, ეს მარტო ჩვენთან არ ხდება, თითქმის მთელ მსოფლიოში ხდება, მაგრამ ჩვენ ჩვენი მკვდარი უნდა ვიტიროთ. ეს კორონა–პანიკა კიდევ ნერვულ სისტემას ანგრევს, იმუნიტეტს აქვეითებს და  იმუნიტეტდაქვეითებული ორგანიზმი კორონას კი არა, უბრალო სურდოს ვეღარ ებრძვის. ხალხი ლამის არის ჭკუიდან შეშალეს. ეს კორონაპანდემია რომ დასრულდება, ჩვენ ძალიან ბევრი ფსიქიატრი და ნევროპათოლოგი დაგვჭირდება და ხელისუფლებამ ამაზე ახლავე უნდა დაიწყოს ზრუნვა. არ ვიცი, უნდა გადაამზადოს ამ  მიმართულებით სხვა პროფილის ექიმები და უნდა სხვა რამ მოიფიქროს. ამას სრულიად სერიოზულად ვამბობ, ხალხში  მასობრივი ფსიქოზია უკვე.

– ხელისუფლებამ, გაზაფხულის მსაგავსად, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მკაცრი შეზღუდვები შემოიღო, კომენდანტის საათი დააწესა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩერა, ბიზნესის დიდი ნაწილი დაკეტა და რაც არ დაკეტა, იმათ უტრანსპორტობა დაკეტავს. ათეულ ათასობით ადამიანი დარჩა შემოსავლის გარეშე. სად არის გამოსავალი?

– ძალიან დიდი სისულელე გააკეთეს ამით. ათასობით ადამიანი მარტო შემოსავლის გარეშე კი არ დარჩა, ლუკმა–პურის გარეშე დარჩა, ხალხი შიმშილობს… კორონამ შეიძლება არ მოგკლავს, მაგრამ შიმშილს ვერ გადაურჩები.  მერე,  შვილს რომ მოშივდება, მშობელი ყველაფერზეა წამსვლელი. ყველა არ დაჯდება ქუჩაში სამათხოვროდ. ბევრი სხვა გზას აირჩევს, შვილს პურის ფული რომ უშოვნოს,  სხვას წაართმევს, იქურდებს, იყაჩაღებს და უფრო მძიმე დანაშაულებებიც მოხდება, დარწმუნებული ვარ. მალე კატასტროფული კრიმინოგენული ვითარება იქნება ქვეყანაში, ეს სახელწიფოს მაგვარი კი, ბიძინა ივანიშვილმა რომ შექმნა, კრიმინალის ამგვარ მოზღვავებასთან საბრძოლველად მზად არ არის. არავის ვაშინებ, რაც ახლო მომავალში მოგველის, იმას ვამბობ. თუმცა, ამაზე არც ფიქრობენ მთავრობაში.

– ეს ულუკმაპუროდ, უიმედოდ, და უპერსპექტივოდ დარჩენილი ხალხი რას იზამს?

– ხალხს უნდა წინამძღოლები, ნორმალური ვაჟკაცი ბიჭები, რომლებიც სწორედ წარმართავენ საქმეს, რომ ესენი გადავთელოთ და ქვეყანამ არ იზარალოს. ვინც დამნაშავეა, პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის წესით. ვინც გასაგდებია, უნდა გავაგდოთ ქვეყნიდან და საქართველოში საერთოდ არ უნდა ვაცხოვროთ. ასეთები ადამიანები არ არიან, სექტანტები არიან და სექტანტს საქართველოში ცხოვრების უფლება არ უნდა ჰქონდეს. სამართლიანობის აღდგენა უნდა დაიწყოს 2003 წლიდან. იმ დროიდან დღემდე ვინც დანაშული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს. ხალხს უნდა დაუბრუნდეს წართმეული ბიზნესები და კერძო ქონება, უნდა დაუბრუნდეთ ღირსება, უნდა დაისაჯოს ყველა, „ნაციც“, „ქოციც“ და მათ კოაბიტაციაში  დანაშაულებრივად ვინც არის გარეული, ყველა. არ მიყვარს სიტყვა „რევოლუცია“, მაგრამ სახალხო აჯანყებისკენ მივდივართ და ამის სრული უფლება აქვს ქართველ ხალხს. ვფიქრობ, სხვა გზა ქვეყანაში სამართლიანობის დასამკვიდრებლად და საერთოდ, ქვეყნის გადასარჩენად, აღარ დარჩა.

ლევან ჯავახიშვილი, ალია