მიმაჩნია, რომ ჯორჯიის პარლამენტის სხდომა წუთიერი დუმილით უნდა დაიწყოს…
სტალინის მიერ დახვრეტილი 300 (ნულები სურვილისამებრ) მილიონი გეის, ლესბოსელის, ტრანსგენდერის ხსოვნის პატივსაცემად.
დეპუტატებს კი წითელი ბაფთები უნდა ეკეთოთ – სისხლიანი ტირანის მიერვე წარწყმედილი ბერლინელი ქალწული ფროილეანებისადმი სოლიდარობის ნიშნად.
სხდომის გახსნის პატივი კი, რომელიმე უფლებადამცველ გოგონას უნდა ხვდეს წილად, რომელიც მრავალნახულ (ვინძლო არა მხოლოდ პლასტიკოსის მზრუნველი ხელებისა) ტუჩებს გმირულად აიბზუებს და ხრინწიანი ხმით ამცნობს დამსწრე საზოგადოებას, რომ რუსეთი ოკუპანტია.
დაათ ცაბაძე