პარტია “გირჩის” სამმა ლიდერმა: ვახტანგ მეგრელიშვილმა, იაგო ხვიჩიამ და სანდრო რაქვიაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ “პრაიმტაინიუსისთვის” გახდა ცნობილი.
როგორც პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებისა და ოპოზიციის წევრებს შორის მოლაპარაკების ჩაშლის შემდეგ მიიღეს.
შეგახსენებთ, დღეს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი უნდა გამართულიყო, თუმცა შეხვედრა ჩაიშალა.
წყარო: newposts.ge