“ხელფასი ტაშის ნაცვლად” – მედპერსონალისთვის ხელფასის მომატებას ითხოვენ

“ხელფასი ტაშის ნაცვლად” – მედიცინის მუშაკთა პროფკავშირი კორონავირუსთან მომუშავე მედპერსონალისთვის ხელფასის მომატებას ითხოვს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კიდევ ერთი მოთხოვნაა კოვიდ 19, მედიცინის სფეროში დასაქმებულთა პროფესიულ დაავადებად იყოს მიჩნეული და მედიკოსებმა სპეციალური შეღავათებით სარგებლობა შეძლონ.

“ჯანდაცვის სფეროში დასაქმებული მედპერსონალი გმირია! – ამ ლოზუნგით დღეს საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა პრესკონფერენცია გამართა. მსჯელობა შეეხო პანდემიის ფონზე მედიცინის სფეროში დასაქმებულთა შრომით და უფლებრივ მდგომარეობას. აღსანიშნავია, რომ ვირუსმა საქართველოს მედიცინის სფეროში დასაქმებული ასობით ადამიანი დაასნებოვნა და მედიცინის არაერთი მუშაკის სიცოცხლე შეიწირა” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

წყარო: ptn.ge