დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ საბაბებს ეძებს: მოსკოვი მზადაა მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის – სერგეი ლავროვი

დასავლეთს კიდევ ბევრი საბაბის მოგონება შეუძლია საიმისოდ, რომ რუსეთი სხვა სახელმწიფოების საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულოს, მიაჩნია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს.

 

„ბოლო დროს ჩვენ გვადანაშაულებენ იმაში, რომ ვერევით ბელორუსიაში, ჩავერიეთ მთიან ყარაბაღში მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ იქ დასავლეთის საწინააღმდეგოდ ჩვენი გეოპოლიტიკური პოზიციები განვამტკიცოთ, თითქოს თურქეთთან ამ რეგიონის გაყოფაზე შევთანხმდით მხოლოდ იმისთვის, რომ დასავლეთმა იქ მდგომარეობა ვერ გაიმყაროს. აი ასეთი ლოგიკა და ფსიქოლოგია აქვთ იმ ანალიტიკოსებს, რომლები ახლა ევროპასა და აშშ–ში დომინირებენ, მით უმეტეს, ბრიტანეთის კუნძულებზე“, – აღნიშნა მინისტრმა ტელეარხ RT–სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, მოსკოვი მზადაა მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის.

„სწორედ ამ დღეებში წავიკითხე, რომ აშშ–ის კონგრესი სანქციებს უწესებს რუსეთის მოკავშირე ბელორუსიას უბრალოდ იმისთვის, რომ არსებობს ასეთი მოკავშირე სახელმწიფო, და ის არ მოსწონთ მათ, ვისაც ბელორუსიაში მორიგი „ფერადი რევოლუციის“ მოწყობა სურთ. ასე რომ, კიდევ არაერთი საბაბი გამოჩნდება — ამაში დარწმუნებული ვარ. დასავლეთს მათი ძებნაც ეხერხება და გამოგონებაც“. ჩვენი დასავლელი კოლეგების სრულყოფილებას საზღვარი არ აქვს“, — თქვა ლავროვმა.

ნოემბერში აშშ–ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტს ანიჭებს უფლებას, შეუზღუდოს ქვეყანაში შესვლა ბელორუსიის საარჩევნო კომისიის წევრებსა და ჩინოვნიკებს, რომლებსაც აშშ–ში მედიაზე ზეწოლაში დამნაშავეებად მიიჩნევენ.