საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრი, ყოფილი დეპუტატი კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილე, ამჟამად ტელეკომპანია “მთავარი არხის” გენერელური დირექტორი ნიკა გვარამია, ისტორიაში დარჩება როგორ საზოგადო მოღვაწე.
„გვარამია იყო “რა სად როდის” კარგი მოთამაშე, კარგი იურისტი, კარგი ადვოკტი, კარგი დეპუტატი, კარგი მინისტრი, ჩემი კარგი კოლეგა, ტელევიზიის ძალიან კარგი დირექტორია მაგრამ მგონი ისტორიაში მაინც როგორც საზოგადო მოღვაწე ალბათ ისე შევა.
ამ ჭირს თუ მოგვაშორებს რაც ქვეყანას თავს ადგას, მომავალი თაობები გმირად შერაცხავენ და ისტორიის სახელმძღვანელოებში შეიტანენ“