მანამდე აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას ჯორჯიაში, მიჩგანში, პენსილვანიასა და ვისკონსინიში, ჩვიდმეტმა შტატმა დაუჭირა მხარი
აშშ–ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასზე მეტმა რესპუბლიკელმა წევრმა მხარი დაუჭირა სარჩელს, რომელიც ქვეყნის ზოგ შტატში, სადაც გამარჯვება ჯო ბაიდენს ხვდა წილად, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას ითვალისწინებს, იუწყება The Hill–ი.
მანამდე ტეხასის გენერალურმა პროკურორმა კენ პეკსტონმა სასარჩელო განცხადებით მიმართა აშშ–ის უმაღლეს სასამართლოს, რომელშიც აღნიშნავდა, რომ არჩევნები ჯორჯიის, მიჩგანის, პენსილვანიისა და ვისკონსინის შტატებში ნორმების დარღვევით ჩატარდა. პეკსტონის სარჩელს მანამდე აშშ–ის 17 შტატის ხელისუფლებებმა დაუჭირეს მხარი. სასამართლოს ჯერჯერობით არ გამოუტანია გადაწყვეტილება ტეხასის გენპროკურორის სარჩელზე.
„ჩვენ, როგორც კონგრესის წევრები, ამ მხარდაჭერით გამოვხატავთ შეშფოთებას, რასაც მილიონობით ამომრჩეველიც იზიარებს, იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მომხდარი არაკონსტიტუციური დარღვევები ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების ამერიკული სისტემის სამართლიანობას“, — ნათქვამია რეზიუმეში.
აღსანიშნავია, რომ 14 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგიის წევრების კენჭისყრა გაიმართება, რა დროსაც კოლეგიის 538 წევრი პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურებს მისცემს ხმას. არჩევნებში გამარჯვებულად გამოცხადდება ის კანდიდატი, რომელიც 270 ელექტორალურ (კოლეგიის წევრთა) ხმას მიიღებს. მასმედიის ინფორმაციით, ამ დროისათვის ჯო ბაიდენს 306 ელექტორალური ხმა აქვს, ხოლო დონალდ ტრამპს ― 232.
“სპუტნიკი”