იაპონელი მეცნიერები მივიდნე დასკვნამდე, რომ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები დასახვეწია. ამ დროისათვის ისინი უკვე ცდიან რამდენიმე ახალ მოდელს
კორონავირუსისგან დამცავი პოპულარული საშუალებები არ იცავს ადამიანს ვირუსის ჰაერ-წვეთოვანი გზით ინფიცირებისგან, აცხადებენ იაპონელი მეცნიერები, რომელთა კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია ჟურნალ Physics of Fluids-ში.
ფუკუოკის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გაანალიზეს, როგორ გადაადგილდება ჰაერის ნაკადები სახის დაცვის საშუალებების გარშემო, როცა გვერდით მყოფი უნიღბო ინფიცირებული აცემინებს ან ახველებს.
აღმოჩნდა, რომ ცემინება ან ხველა წარმოქმნის წრიულ ნაკადებს, რომლებიც ახლო მდგომ ადამიანამდე აღწევს და მისი სახის დამცავი საშუალების ქვეშ ხვდება. მკვლევარების თქმით, თუ ადამიანი ამ დროს ჩაისუნთქავს, მაშინ მის ორგანიზმში აუცილებლად მოხვდება ინფიცირებულისგან გამოფრქვეული ვირუსები.
იაპონელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პირბადეები თუ ფარები აუცილებლად დასახვეწია.
ამ დროისათვის ისინი ქმნიან და უკვე ცდიან კიდეც ინდივიდუალური დაცვის რამდენიმე საშუალებას, რომლებიც ბევრად ეფექტურად შეამცირებს ვირუსების შესუნთქვის გზით ორგანიზმში მოხვედრის რისკს.
“სპუტნიკი”