ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული პარლამენტი – „ქართული ოცნების“ დეპუტატი

“ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული, პლურალისტური პარლამენტი,” – ასე აფასებს “ქართული ოცნების” ახალი სახე, თამარ ტალიაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტს, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიულად შეიკრიბება.

 

დეპუტატმა აღნიშნული განცხადება  ჟურნალისტების კითხვის,  – ერთპარტიულ პარლამენტში ყოფნა უქმნის თუ არა დისკომფორტს საპასუხოდ განაცხადა.

“ეს არათუ ერთპარტიული პარლამენტი არ არის, ეს არის საქართველოს ისტორიაში ყველაზე მრავალპარტიული, პლურალისტური პარლამენტი. რაც შეეხება ოპოზიციას, ჩვენ საქმე გვაქვს ხელოვნურად შექმნილ ე.წ პოლიტიკურ კრიზისთან, ის ეფუძნება სიყალბეს და აქედან გამომდინარე მას არ აქვს პერსპექტივა,” – განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

შეგახსენებთ, ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას, დღეს, 11 დეკემბერს, გაიმართება. პარალელურად, ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უფლებამოსილების შეწყვეტასა და პარტიული სიების ჩახსნასთან დაკავშირებით მემორანდუმს გააფორმებენ. მემორანდუმს ხელს არ აწერს ოპოზიციის ნაწილი.

ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი საპარლამენტო არჩევნების სედეგებს არ აღიარებენ და ვიდრე “ქართული ოცნება” ვადამდელი არჩევნებს არ დანიშნავს, მანდატებზე უარს ამბობენ.