15 დეკემბრიდან საფრანგეთში კომენდანტის საათი წესდება!

საფრანგეთში ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი 15 დეკემბრიდან დაწესდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, კომენდანტის საათის პირობებში, მოსახლეობას 20:00-დან 06:00 საათამდე სახლების დატოვების უფლება არ ექნება.

მასობრივი შეკრებების პრევენციის მიზნით, ახალი წლის პერიოდში შეზღუდვები არ მოიხსნება. ამასთან, საფრანგეთში მუზეუმები, კინოთეატრები, სპორტული დაწესებულებები მომდევნო სამი კვირის განმავლობაში კვლავ დახურული იქნება.

20 იანვრამდე არ გაიხსნება კაფე-ბარები და რესტორნები.

წყარო: ptn.ge