დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს ელოდებიან. დეპუტატების განცხადებით, შეკითხვები ძირითადად 2020 წლის ბიუჯეტს და ლარის კურსს შეეხება.
მათი განმარტებით, მინისტრის მუშაობა ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით უნდა შეფასდეს.
ოპოზიციის განცხადებით, ბიუჯეტი მხოლოდ ხელისუფლების უზრუნველყოფაზეა მორგებული. სესია ოპოზიციის ბოიკოტის ფონზე ჩატარდება.