“აბა, კოვიდი არ არსებობს . . .?!” ეს უკვე იმას ემსგავსება…რუსეთი ოკუპანტია? ააა…არ ამბობ? ესეიგი რუსეთუმე ხარ? ააა, რუსეთუმე ხარ? ესეიგი ქვეყნის მოღალატე ხარ? ფუუუ…აი, ასე იქმნება საზოგადოებრივი აზრი.
ფოტო: მაია დვალიძე
ვინც ეჭვი შეიტანა კოვიდის ბუნებრიობაში, ეგრევე წამოვიდა კონტრ-დასკვნა…ააა, ესეიგი ვირუსი არ არსებობს???
ესაა დემაგოგიის კლასიკური ნიმუში, რომელიც კოვიდმაფიამ ყველა ნიუანსით გათვალა და სრული სვლით ასრულებს მიზნისკენ სვლას აჩქარებულ რეჟიმში.
კოვიდი ერთ-ერთი პატარა საწყისი რგოლია იმ ჯაჭვის, რომელსაც მსოფლიო ბატონები ხლართავენ კი არადა, დიდი ხნის აწყობილი მექანიზმი აქვთ.
კიდევ ერთი დემაგოგიური კითხვა, აბა ეს ხალხი რითი იხოცება…
თან იმ ფაქტს არავინ უარყოფს, რომ დროულად არ აღმოუჩინეს დახმარება პაციენტს, რომ ადგილი აქვს ექიმების მხრიდან გულგრილ დამოკიდებულებას, და რატომ? იქნებ მიზანიც ეგაა, რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი?!…
თან ნელნელა რომ დაძაბეს მთელს მსოფლიოში ერთი სცენარით და ნელნელა ხალხიც აიყვანეს მუჭში და ატრიალებენ უკვე როგორც უნდათ. მანტრასავით იმეორებენ რომ უნდა შევეჩვიოთ პირბადეს, დისტანციას, მარტოობას, კარჩაკეტილობას. რომ სამყარო ისეთი აღარ იქნება. ამ დროს არავინ ამბობს, როგორი იქნება?!
თოვლში ხალხი გავიდა ჯანგბადის ჩაყლაპად და სხვები უკვე ილანძღებიან, ვითომ შეგნებულები, რომ ფუუ, რა შეუგნებელია მშობელი, რომელსაც ბავშვი ტყეში გაყავს სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად.
ზომბირება უკვე სახეზეა.
მალე წავა დასმენები, ჩაშვებები.
იმას პირბადე ჩამოუცურდა სახიდან. ეს 1 მეტრზე მომიახლოვდა. იმან სახლში სუფრა გაშალა და დედა-შვილი ერთად სადილობდა.
ფსიხოზი ძლიერდება ნელნელა და წარმოუდგენელი ამბავი ჩვეულებრივ ამბად ყალიბდება.
ძალიან ზარმაცი და საქმეში ჩაუხედავიც კი ხვდება, რომ ადამიანის რობოტიზაცია დაწყებულია და გამოთქმამ “კონსპირაციული თეორია” აზრი დაკარგა, იმიტომ რომ ის სინამდვილე აღმოჩნდა. ?