“თუ გასცდებიან კანონის ფარგლებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება” – კალაძე

სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებულ პარლამენტის პიკეტირებას ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან.

როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, პარლამენტის შენობის პიკეტირება დაუშვებელია. უმრავლესობის განცხადებით, საქართველოში აზრის გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის ხელის შეშლა კანონდაღვევაა და თუ კანონი დაირღვევა, სამართალდამცავი უწყებებები შესაბამისად იმოქმედებენ.

“აქვთ ადამიანებს თავიანი მოსაზრებების გამოხატვის უფლება, რასაც ვერავინ შეზღუდავს. კანონის ჩარჩოებში მათ შეუძლიათ გამართონ აქცია და გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები. თუ გასცდებიან კანონის ფარგლებს, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება,” – განაცხადა “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.