უნგრეთი უარს ეუბნება “გეიროვიზიას”

დიდი ხანია ან სულაც, თავიდანვე, ე. წ. “ევროვიზია” არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის და არა მხოლოდ სექსუალურის, პროპაგანდისტად გვევლინება. თანაც, ამ პროპაგანდას მძაფრი პოლიტიკური კონტექსტი აქვს.

“ევროვიზიის” კონკურსებზე მუსიკას და ხელოვნებას მნიშვნელობა თითქმის არ გააჩნია, მთავარია, “პოლიტკორექტულობა” თანამედროვე დასავლური ფსევდოფასეულობების თვალსაზრისით. ამიტომაც “ევროვიზიას” ეწოდება “გეიროვიზია”.

სწორედ ამ გეიკულტურასთან კავშირის გამო უნგრეთი „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ “გარდიანი” (TheGuardian) წერს.

უარის მიზეზები ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოცხადებულა, თუმცა გამოცემა ტელერადიოკომპანია MTVA-ში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მიზეზი ისაა, რომ „ევროვიზია“ ლგბტ-საზოგადოებასთან ასოცირდება. კონკურსის ტრანსლაცია სწორედ MTVA-მ უნდა განახორციელოს.

როგორც “გარდიანი” წერს, უნგრეთის ხელისუფლებამ ვიქტორ ორბანის ხელმძღვანელობით, არაერთხელ გაუსვა ხაზი „ტრადიციულ ოჯახურ ფასეულობებს“. ცოტა ხნის წინ, სამთავრობო არხის კომენტატორმა „ევროვიზიას“ „ჰომოსექსუალური ფლოტილია“ უწოდა და აღნიშნა, რომ მასში მონაწილეობაზე უარის თქმა ერის სულიერ ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს.