“კოკა-კოლას” კორონავირუსი აღმოაჩნდა – სწრაფი ტესტი ავსტრიის პარლამენტში

უამრავი ინფორმაცია მოდის იმის თაობაზე, რომ ე. წ. სწრაფი ტესტები დიდწილად არ იძლევა კორონავირუსთან დაკავშირებით სწორ შედეგებს. ამის შესახებ ჯერ კიდევ გაზაფხულზე საუბრობდა ალექსანდრე ლუკაშენკო, ბელარუსის პრეზიდენტი. ახლა ავსტრიის პარლამენტში კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რა ფასი აქვს ამ სწრაფ ტესტებს – დეპუტატმა მიხაელ შნედლიცმა (ავსტრიის თავისუფლების პარტია) მოიტანა ტესტის ნიმუში ავსტრიის ჯანდაცვის სამინისტროდან და ზედ “კოკა-კოლის” წვეთები დაიტანა. გარკვეული ხნის შემდეგ ტესტმა პოზიტიური შედეგი აჩვენა – “კოკა კოლას” კორონავირუსი “აღმოაჩნდა”.

“დიახ, ეს სისულელეა – თქვენ იძახით ამას” – მიუბრუნდა ოპოზიციონერი დეპუტატი ტესტის შედეგით უკმაყოფილო “პოლიტკორექტულ” პროსამთავრობო კოლეგებს. “მაგრამ ამ სისულელეში თქვენ უამრავ ფულს ხარჯავთ, ხალხის ფულს ხარჯავთ, ნაცვლად იმისა, ინვესტიციები ჩადოთ საავადმყოფოებში და მოხუცების თავშესაფრებს მიხედოთ!”

აქვე აღვნიშნავთ, რომ სწრაფი ტესტის მწარმოებლები ირწმუნებიან – შნედლიცმა არასწორად დაიტანა “კოლას” წვეთები ტესტზე; მას შუალედური ელემენტი, ე. წ. ბუფერი უნდა გამოეყენებინა, მას იგივე წარმატებით, ორსულობაზეც შეეძლო პოზიტიური შედეგის მიღება – ირწმუნებიან პროსახელისუფლებო ჟურნალისტები, მწარმოებლის სიტყვების მოხმობით.

ასეა თუ ისე, აშკარაა, რომ ავსტრიაშიც და სხვაგანაც სწრაფი ტესტები სერიოზულ ეჭვებს იწვევს (არ აგვერიოს მოლეკულურ “პი-სი-არ” ტესტში). იხილეთ ვიდეო, თუ როგორ “დაავადდა” გამაგრილებელი სასმელი ავსტრიის პარლამენტში კორონავირუსით: