თუ რუსეთმა ეს პროექტი განახორციელა, იანკები ფაქტიურად თამაშგარე მდგომარეობაში რჩებიან ბებერ ევროპაში

თუ ასე გაგრძელდა, უახლოეს წლებში, მსოფლიოს მთავარი პოლიტიკური პოლუსი იქნება ჩინეთი. მსოფლიო დაპყრობა ხორციელდება ჩინეთის საშუალებით.


ეკონომიკა, ვირუსები, ახალი ტექნოლოგიები, ელექტრონული ფულიც და პოლიტიკაც მალე ამ რანგში ავა.
იციან გლობალისტებმა ვისზე დადონ ფსონი და ვინ გადააქციონ თავის სათამაშოდ. არ ეშლებათ მაგათ ასეთი რამეები. დააკვირდით აბა, არც ერთი ომი არ ქონია ბოლო წლებში და ეკონომიკით ყველას გადაუსწრო.
რამოდენიმე დღის წინ, კვანტური კომპიუტერი შექმნეს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ჭკვიან კომპიუტერზე, ტრილიონჯერ უფრო სწრაფია – ვერ ვერკევი ასეთ რამეებში კარგად, მგონი სწორად დავიმახსოვრე. რაღაც ერთი პროფილი აქვს ამ კომპიუტერს, ჯერ კიდევ ექსპერიმენტი მიდის, თუმცა თავისი საქმე იდეალურად გააკეთა. 2 წუთში გამოთვალა ის, რასაც სხვა კომპიუტერი 200 წელი ვერ გააკეთებდა.
6 G ის პირველი პიონერი, სულ რამოდენიმე კვირის უკან გაუშვეს ორბიტაზე. 5 G ტექნოლოგიაც მაგათ ეკუთვნით. ყველა ბერკეტი და რესურსი აქვთ – ავსტრალიურ კომპანიას თავზე დაახურეს ქვანახშირის კონტრაქტი, იმის გამო, რომ არ სურდათ ჩინური კომპანიის ახალი ტექნოლოგიები. ხვდებით ახლა რატომ ასრულებს პუტინი 5G ტექნოლოგიებზე და პანდემიაზე ყველა დავალებას პირწმინდად? თავი ქუდში აქვს!
ისე ნამდვილად ჯობია დავკონკრეტდეთ – ჩინეთში განთავსებული კომპანიები, რომლებიც ეკუთვნით მსოფლიოს უმდიდრეს ოჯახებს – ფულის ლორდებს.
იყო დრო როდესაც ამერიკაზე იყო ფსონი დადებული, თუმცა ბოლო წლებში მომხდარმა მოვლენებმა, მათი უპირატესობა საგრძნობლად შეამცირა და მათ დემოკრატიასაც საბოლოოდ ჩამოხდა ნიღაბი.
მსოფლიო პოლიტიკაში ახლა ერთი მთავარი გამოწვევაა – ჩრდილოეთის ნაკადი 2 ის დასრულება-არდასრულება. თუ რუსეთმა ეს პროექტი განახორციელა, ფაქტიურად თამაშგარე მდგომარეობაში რჩება იანკები ბებერ ევროპაში. სანქციას სანქციაზე აწესებს ინგლისი და ამერიკა, როგორ დამთავრდება ეს ამბავი ძნელი სათქმელია.
თქვენ იძახით, რომ თუ ტრამპი დარჩა პრეზიდენტად, ყველაფერი გამოსწორდება. კი მართალია, ის ბებერი სულძაღლი ბაიდენი ღმერთმა აშოროს მსოფლიოს – ბუში-კლინტონი-ობამას ულტრა ლიბერალურ-სატანისტური პროექტის გაგრძელებაა, მაგრამ ტრამპი მარტო რას უზამს ამდენ ბოროტებას? არადა ის დროა, რომ მთელი მსოფლიო ერთიანდებოდეს ჩინეთის იმპერიალიზმის წინააღმდეგ.

დიტო ბიძინაშვილი