თეთრიწყაროში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ 82 წლის მამაკაცი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თავიანთ საცხოვრებელ სახლში მეუღლეს ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დაკავებულს დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ადანაშაულებენ.
“რუსთავი2”