რატომ არ მოქმედებს კოვიდის ვირუსი მურადაზე და მოქმედებს მხოლოდ ილიკოსა და ილარიონზე?

იწურება 2020 წელი, ვირთხის წელი ჩინური კალენდრით. კაცობრიობის ისტორიაში მუდამ ვირთხები იყვნენ ყველა სასიკვდილო ინფექციის გადამტანები.

2020 წლის 25 იანვარს დადგა ჩინური კალენდრით ვირთხის წელი და მაშინვე ასევე ჩინეთიდან შემოვიდა ე.წ. კოვიდიც. რომელიც რატომღაც არაფერს ვნებს ბავშვებს და შინაურ ცხოველებს. კარგით, დავუშვათ ბავშვებს ძლიერი იმუნიტეტი აქვთ და ვირუსი მათ ვერაფერს ვნებს, ე.ი. არ ყოფილა ეს ვირუსი ისე საშიში როგორც მას ხატავენ. ასევე ვერ ერევა ვირუსი ძაღლებს და კატებს, როგორც გვითხრეს სამმა მუშკეტერმა ჯერ კიდევ ადრე გაზაფხულზე. ვისაც ჰყავს სახლში შინაური ცხოველი, ალბათ დამეთანხმება, ჩვენი უმცროსი მეგობრები ისევე ავადმყოფობენ იმავე ავადმყოფობებით, როგორც ადამიანები. ასევე ვიცით უკვე ყველამ, ექიმებმაც და არაექიმებმაც, ვირუსი აზიანებს ფილტვებს, იწვევს ატიპიურ პნევმონიას. ამიტომ ვერ ვგებულობ, რატომ არ მოქმედებს კოვიდის ვირუსი მურადაზე და მოქმედებს მხოლოდ ილიკოსა და ილარიონზე? როგორ არჩევს ვირუსი ფილტვი ვის ეკუთვნის, მურადას თუ ილიკოს? არადა, მურადა ადამიანივით ახველებს, აცემინებს და სურდოც იცის, სისველით ცხვირში. დამეთანხმებიან მეძაღლეები. ადამიანებივით ხვრინავენ და წარმოიდგინეთ, აკუებენ კიდეც ? ჰოდა, გეკითხებით, რატომ?
ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას, უფროს მეგობრებსაც და უმცროსებსაც.

ალექსი ლომიძე