ვის ადანაშაულებს სპეკულაციაში პაატა იმნაძე?

გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრიტანეთში ახალი ტიპის ვირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე “პრაიმტაიმთან” ვირუსის ახალ სახეზე, ჩვეული თავდაჯერებულობით ამბობს:

“ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, სხვა არაფერი, დანარჩენი სპეკულაციაა”

შეგახსენებთ, “დანარჩენი” მეტი ჯერ არც არაფერი თქმულა, გარდა იმისა, რომ ვირუსის ახალი სახეობა სწრაფი გავრცელებით გამოირჩევა! შესაბამისად, გაუგებარია, რას უწოდებს პაატა იმნაძე სპეკულაციას და ადანაშაულებს თუ არა სპეკულაციაში იგი ბრიტანეთის ჯანდაცვას, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა!