ჩვენი საზოგადოების საღად მოაზროვნე ნაწილში პერიოდულად მიმდინარეობს კამათი, სწამდა სტალინს ღვთის არსებობის თუ იგი ათეისტი იყო, მარქსიზმის დოგმებიდან გამომდინარე. ეს კამათი სასიკეთოდ და სასარგებლოდ მიგვაჩნია, ამასთან, ძნელია, ცალსახა წერტილის დასმა. თუმცა არსებობს ირიბი ცნობები იმის თაობაზე, რომ ფენომენალური ნაკითხობისა და თვითგანათლების მქონე სტალინს ღვთის არსებობის სწამდა. გთავაზობთ ამ ცნობებიდან ერთ-ერთს:
სტალინის ქალიშვილის, სვეტლანა ალილუევას მეგობარი, საქ. დამსახურებული არტისტი, ქ-ნი ლეილა სიყმაშვილი იხსენებს, თუ რა მოუყვა მას პატარა სვეტლანამ: ერთ მშვენიერ დღეს სვეტლანა მამის სამუშაო კაბინეტში შეიპარა, სადაც მაგიდაზე უამრავი წიგნი, მათ შორის, ბიბლია ნახა… გამაოგნებელია, თუ რა უთხრა მას მამამ, ათეისტური იმპერიის ბელადმა, ღვთის არსებობასთან დაკავშირებით…