გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში, სკანდალურ ვიდეომიმართვას ავრცელებს:
“საზღვარი აქვს ყველაფერს! როცა გავიგე ჩვენი ექიმების გარდაცვალებაზე… როცა ვსაუბრობთ ექიმის გარდაცვალებაზე, ვგულისმხობთ იმასაც, რომ ამ ექიმს შეიძლებოდა გადაერჩინა ასობით ადამიანის სიცოცხლე.. განა ექიმი განსხვავებულია, ისიც ადამიანია, მაგრამ მას შეიძლებოდა გადაერჩინა ასობით და ათასობით სიცოცხლე და როცა მას ვკარგავთ, ეს იმასაც ნიშნავს, რომ სხვა ადამიანიც, ვისთანაც უნდა მისულიყო და დახმარებოდა, კარგავს სიცოცხლეს. ახლა ძალიან ბევრს ვაწყენინებ, მაგრამ უნდა ვთქვა… ფულის შოვნა გასაგებია, მაგრამ ამას უკვე ფულის შოვნა კი არა, ღორობა ჰქვია:
ჯერ დოლბანდიდან ფულის შოვნა დაიწყეს… ქვეყნიდან რომ ჩვენი პირბადეები ჩინეთში წაიღეს… ოდესმე ხომ დალაგდება ეს ქვეყანა და ხომ ნახავენ რაც მოხდა, გამოაცარიელეს ქვეყანა და პირბადის გარეშე დატოვეს, ეპიდემია იწყებოდა და იმის მაგიერ, რომ შეგვენახა, გაყიდეს პირბადეები… ვიღაცამ მაგარი ფული გააკეთა – გავიდა ცხრა თვე, ამაზე ვინმე ამბობს რამეს? გინდ პოზიციამ და ოპოზიციამ, ამაზე რამე თქვა?
მთავრობის დადგენილების მიხედვით, ოღონდ პირბადეები გაიკეთოს ხალხმა და შესაძლებელია, როგორც სამედიცინო, ისე არასამედიცინო პირბადეების ხმარება! მაშინ ბევრი რამ არ ვიცოდით ამ ვირუსზე, გავიდა დრო და ახლა უკვე ვიცით და მე, გიორგი ფხაკაძე გეუბნებით, ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ არის ერთადერთი პირბადე – სამედიცინო პირბადე და არა საყოფაცხოვრებო, ფილტრიანი და დოლჩე და გაბანა…
ევროკავშირში არის სტანდარტი, რომელიც გეუბნება, სამედიცინო პირბადეა მხოლოდ და მხოლოდ ის, რომელიც აკმაყოფილებს EN14683 – ეს არის სამედიცინო პირბადე, სხვა სამედიცინო პირბადე არ არსებობს და ვინც მისცა უფლება, რომ საავადმყოფოებში იყოს შეტანილი სხვა პირბადე – ეს ხალხი არის დასაჭერი!!! ამდენი მილიონიო, ფონდიო, ლაბორატორია, რომელიც შეამოწმებს სამედიცინო პირბადეს, ღირს 40-50 ათასი დოლარი, ჩამოიტანეთ ეს ლაბორატორია, დადეთ ლუგარში და ყველა პირბადე, რომელიც შემოდის ქვეყანაში, გადაამოწმეთ, არ არის ხარისხი? დააბრუნეთ უკან. არ მოიძებნა საქართველოში 50 ათასსი დოლარი ამის გასაკეთებლად? ადამიანი არის ავად, ყიდულობს ანტიბიოტიკს და იქ წამლის ნაცვლად რაღაც ფხვნილია, იგივეა, როცა პირბადე გიკეთია და გგონია, რომ დაცული ხარ, მაგრამ დაცული არა ხარ. ეს ძალიან, ძალიან საშიში!
ეკლესიაში როგორ შედიხართ, სანთელს როგორ ანთებთ? ვიცი, ამოგლიჯავთ ამ ფრაზას და დაატრიალებთ, მაგრამ რაც გინდათ, ის ქენით… ამ ადამიანებს, აბა, როგორ ვუთხრა, შენი ჭირიმე და შენ გენაცვალეო?
ჩვენ ჯანდაცვის სისტემას დღეს ვერ დავალაგებთ, ამას სჭირდება წლები და სჭირდება არაპოლიტიკური და არაკორუმპირებული ჯანდაცვის მისნიტრი, რომელსაც ექნება უფლება რომ ყველაფერი გააკეთოს, ვინ რას გააკეთებინებს დღეს ჯანდაცვის მინისტრს? მეც რომ ჩამომიყვანა ახლა, რას გავაკეთებ? ვერავის ვერ გაუშვებ სამსახურიდან, ეს იმისია, ეს ამისია… მეცოდება ეს ჯანდაცვის მინისტრი, სხვათა შორის…”- აცხადებს ფხაკაძე.