ამნაირი პრორუსი ელჩები რომ ყოფილიყო ჩემ დროს, შევარდნაძე ახლაც პრეზიდენტი იქნებოდა – ვალერიან ხაბურძანია

უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვალერიან ხაბურძანია, სოციალურ ქსელში აქვეყნებს აშშ-ის და გერმანიის ელჩების ფოტოებს და წერს:

“ამნაირი (პრორუსი) ელჩები რომ ყოფილიყო ჩემ დროს და შევარდნაძეს მოხუცური სიჯიუტე არ დამართოდა, ის ახლაც პრეზიდენტი იქნებოდა, დენიც იქნებოდა და პენსიაც, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მინიმუმ რუსული აღიარების გარეშე, ვაქცინაციაც დაწყებული

… და მეც ვიქნებოდი ისევ ბერიას კაბინეტში…”