ეს ბიჭი ჩემი მამიკოა, დღეს გაათავისუფლეს სამსახურიდან, მიზეზი? – 55 წლის გახდა

– “ეს ბიჭი Ჩემი მამიკოა. სრულიად ჯანმრთელი, არ სვამს სასმელს, არ ეწევა სიგარეტს (არც კი გაუსინჯავს), ყოველ დილით 1 საათი დარბის, ვარჯიშობს და სულ ცოტა 25 წელი სრული თავდადებით ემსახურა საქართველოს, ქართველს ხალხს, ქართულ სახელმწიფოს და მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად თავდადებით შერბოდა ცეცხლწაკიდებულ სახლებში.
გადაარჩინა მრავალი ადამიანის სიცოცხლე, ჩააქრო მრავალი ცეცხლწაკიდებული სახლი თუ მანქანა.
გადაათენა მრავალი ღამე სიცივეში მშიერმა, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი , შენი და ჩვენი ოჯახისათვის ჩაექრო ცეცხლწაკიდებული ტყე, მდელო თუ სოფელი….
25 წლის განმავლობაში არასოდეს არ ჰქონია საყვედური, დაგვიანება თუ გაფრთხილება.
მან გადაურჩინა ბავშვებს მამა, შვილიშვილებს ბებია, ოჯახს ბაბუა, ცოლებს მეუღლე.
მამაჩემს ვინც იცნობთ, ყველამ კარგად იცით როგორი კაცი და რა ადამიანია. მის პიროვნულობაზე აღარაფერს დავწერ.
დღეს ის გაათავისუფლეს სამსახურიდან.
მიზეზი?
ის რომ 55 წლის გახდა.
ასე განუმარტეს თქვენ გახდით 55 წლის და კანონით აღარ გაქვთ მუშაობის უფლება.
ასე განუმარტეს და გაათავისუფლეს.
დატოვეს სრულიად უმუშევარი!
ყველანაირი კომპენსაციისა თუ პენსიის გარეშე! არცერთი თეთრი!
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური / Emergency Management Service
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი
საგანგებო სიტუაციების სამსახური 112
საქართველოს პოლიცია
ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
სოციალური მომსახურების სააგენტო Social Service Agency
Emc • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
სად არის სამართალი??? გთხოვთ ვინმემ განმიმარტეთ!”
 – წერს თამარ მურადაშვილი