ბავშვიც კი ხვდება, ვინ არიან იმნაძე, გამყრელიძე, ცერცვაძე-  “კოვიდმამებმა” ხალხს ექიმები შეაძულეს- ჯენი ბურჯანაძე

ამასწინათ,მეზობელს ვესტუმრე.მანანამ კარი ცოტა მოგვიანებით გამიღო,ბოდიში მომიხადა, სარეცხს ვფენდიო და ისევ აივანზე გავარდა.
სასადილო ოთხში მთელი ხმით ღრიალებდა ტელევიზორი_ ტელეეკრანიდან კი იმნაძე შიშის ქარიშხალს უგზავნიდა ტელემაყურებლებს.

პირზე,როგორც სჩვევია ხოლმე, სულ სიკვდილი და კუბოები ეკერა.
ტელევიზორის გამორთვა მინდოდა,მაგრამ სხვის სახლში თავს ამის ულებას ვერ მივცემდი.
_ოი,როგორ აწევია ხმა ამ ოხერს…_თქვა აივნიდან შემოსულმა ნანამ და პულტს დაუწყო ძებნა.
_ბებო!_იყვირა ანაზდად სათამაშოებში თავჩარგულმა სანდრომ_ჩქარა გამორთე ტელევიზორი …არ მიყვარს იმნაძე…მე აწი არც ნანა ექიმთან წავალ…
_რატომ,ბებო გენაცვალოს, რატომ?ნანა ექიმი კარგია,ნანა ექიმს შენ ძალიან უყვარხარ… _დაუყვავა მანანამ შვილიშვილს.
_აღარ მიხსენო ნანა ექიმი!ნანა ექიმი გადამიყვარდა.ჰო,აღარ წავალ ნანასთან,არა!არ მინდა,გაიგე?
_როგორ შეიძლება,მომავალ ექიმს ექიმები არ გიყვარდეს,ბებოს თვალისჩინო?
_არ მინდა ექიმობა.ექიმები ხალხს ცუდად არემონტებენ,ან ვერ არემონტებენ_კლავენ….მე არტიომა უნდა გამოვიდე_გაჯიუტდა ოთხი წლის სანდრო და წითელჯვრებიან სათამაშო მანქანას ხელი ჰკრა.
_სანდრო,არტიომა ვინ არის?_დავინტერესდი მე.
_არტიომა?არტიომა მამას ხელოსანია, მანქანებს არემონტებს_თქვა ბიჭმა და ოთახიდან გავიდა.
P.S. ბავშვიც კი ხვდება, ვინ არიან იმნაძე, გამყრელიძე, ცერცვაძე ტიკარაძე…ასე რომ,ცუდად არის ქართული მედიცინის საქმე…?კოვიდაფერის მამებმა ხალხს,განურჩევლად სქესისა და ასაკისა, ექიმები შეაძულეს?

ჯენი ბურჯანაძე