ექსპერტების განცხადებით, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად აუცილებელია ხელისუფლების ეკონომიკურმა გუნდმა ეკონომიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა შეიმუშაოს.
პანდემიის ფონზე საქართველოს ეკონომიკა ვარდნას აგრძელებს – 2020 წლის იანვარი–ნოემბრის პერიოდში ექსპორტზე 3 მლრდ დოლარზე მეტი ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა – 11,3%-ით ნაკლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის („საქსტატი“) ეროვნული სამსახურის მასალებში.
2020 წლის დასაწყისიდან იმპორტმა დაახლოებით 7,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იანვარი–ნოემბრის პერიოდთან შედარებით 15,9%-ით ნაკლებია.
2020 წლის დასაწყისიდან საგარეო ვაჭრობა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მთლიანობაში 14,6%–ით შემცირდა და 10,2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
კორონავირუსმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ქვეყნის ეკონომიკას – ზარალი მიადგა სასტუმროებს, რესტორნებს, სავაჭრო ცენტრებს. საფრთხის წინაშე აღმოჩნდა საფინანსო სექტორი, სამშენებლო, უძრავი ქონების, წარმოებისა და განათლების სფეროები.
“სპუტნიკი”