ნიკა გვარამიას ოჯახზე ფარული მიყურადების განხორციელებას სუსი უარყოფს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ნიკა გვარამიას ბრალდებას ეხმაურება, რომელმაც უწყება მისი ოჯახის წევრების უკანონო თვალთვალში დაადანაშაულა.

სუსი მომხდარს უწყების დისკრედიტაციის მორიგ მცდელობად აფასებს.

„აღნიშნული ბრალდებები წარმოადგენს უწყების დისკრედიტაციის მორიგ მცდელობას და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია. გავრცელებულ ვიდეოკადრებთან დაკავშირებით გენერალური პროკურატურის მიერ უკვე გაკეთდა განმარტება და ითქვა, რომ აღნიშნული ვიდეომასალა არის  მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურის მიერ სასამართლოს  განჩინებით მოპოვებული მტკიცებულება,  რომელიც ადასტურებს, რომ 76 ათას ევროდ ღირებული ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სარეკლამო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო ტელეკომპანიის ქვეკონტრაქტორის ქვეკონტრაქტორ კომპანიაზე, ნიკა გვარამია და მისი ოჯახი სარგებლობდა“, – ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღესვე სუსთან გვარამიასთან სოლიდარობის ნიშნად საპროტესტო აქცია მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა გამართეს.