თურქეთში, 31 დეკემბრის 21:00 საათიდან 5 იანვრის 05:00 საათამდე სადღეღამისო კომენდანტის საათი იმოქმედებს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
შეზღუდვების გამკაცრება ინფიცირების შემთხვევების ზრდას უკავშირდება.
მუშაობა შეაჩერეს აბანოებმა, საუნებმა, აუზებმა, სპორტულმა დარბაზებმა, სავაჭრო ობიექტებზე მყიდველებს მხოლოდ შეზღუდული რაოდენობით უშვებენ და მათაც ციფრული კოდების მიხედვით.
ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების 29 617 შემთხვევა დადასტურდა. გარდაიცვალა 229 ადამიანი. ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალია თურქეთისთვის მას შემდეგ, რაც მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა.
წყარო: ptn.ge