სააკაშვილი, გვარამია და ბოკერია შლიან “ნაცმოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს”, რაც არის ძალიან კარგი პროცესი – კობახიძე

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი “ნაციონალური მოძრაობიდან” გრიგოლ ვაშაძის წასვლას ეხმაურება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პოლიტიკური პროცესები სწორი მიმართულებით ვითარდება.

“ძალიან კარგად და სწორი მიმართულებით ვითარდება პოლიტიკური პროცესები. ჩვენი ამოცანა იყო ამ რადიკალური ოპოზიციის შიგნით კორექტივების შეტანა. ძალიან გვეხმარებიან ამაში სწორედ ის ოდიოზური ფიგურები, რომლებიც შლიან დღეს ოპოზიციას, რაც არის ძალიან კარგი პროცესი.

ეს ოდიოზური ფიგურები, როგორიც არიან პირველ რიგში, სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია ისინი შლიან დღეს ნაცმოძრაობას და ევროპულ საქართველოს. ბოკერიამ დაანგრია საკუთარი პარტია და ახლა ცდილობს საფლავში ჩაიყოლოს სხვა პოლიტიკური პარტიები. ანალოგიურად, ნაც.მოძრაობის ოდიოზურმა ფიგურებმა, სააკაშვილმა, გვარამიამ დაშალეს ნაციონალური მოძრაობა. რაც არის ძალიან კარგი პროცესი, ჯანსაღი პროცესი და ამ ყველაფრის შედეგად ჩვენ მივიღებთ ჯანსაღ ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს. ამაში რომ ისინი გვეხმარებიან ეს ოდიოზური ფიგურები, არის ძალიან კარგი,“ – ამბობს ირაკლი კობახიძე.