ქართული ველური კაპიტალიზმის საზარელი სახე და მისი “ოცნება”: არჩევნები მორჩა და ყველაფერი დასაშვებია?! – გოგი ლორთქიფანიძე

ვერ გავიგე ამ მერიის ვერაფერი. არჩევნები მორჩა და ყველაფერი დასაშვებია?

გასაგებია, რომ უკანონო შენობებია, მაგრამ შიგ ხალხი ცხოვრობს. არა აქვს სხვა. მიეცი რაღაც კომპენსაცია, უზრუნველყავი მუნიციპალური საცხოვრებელი ფართით და მერე – თუ გაგიძალიანდა – მიუსიე, ჯანდაბას, პოლიცია.

მაგრამ ასე, ზამთარში, კორონაში, ქუჩაში, მოხუცი, ქალი, ბავშვი…

ქართული ველური კაპიტალიზმის საზარელი სახე და მისი “ოცნება”.

გ.ლ.

P.S. “ნაცები” კიდევ უარესები ხართ. ამიტომ, ორივე ჭირსაც წაუღიხართო, როგორც მოასწრო მოხდენილად თქმა მერკუციომ…

გოგი ლორთქიფანიძე